მარნეულელი ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მარნეულელი ქალი, რომელსაც 22 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულია.
ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი კრიტიკული კი არა ტერმინალური შემოვიდა მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან. მისი ზოგადი  მდგომარეობა ამ ეტაპისათვის არის დადებითი. გამოჯანმრთელებულია, ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ის გადარჩა და covid ინფიცირების გარეშე ეწერება კლინიკიდან"

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტიდან საკარანტინო რეჟიმში ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით დაავადებული ქალის ინფიცირების წყარო მაშინ ვერ დადგინდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები