მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა
მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.

49 წლის ქალი დღეს, 10 აპრილს, თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს. 

რადიო "მარნეულთან" საუბრისას "ჯეო ჰოსპიტალის" მარნეულის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა იოსებ მგალობლიშვილმა თქვა, 9 აპრილს კლინიკიდან კორონავირუსზე ტესტირება 3 ადამიანს ჩაუტარდა.

"გუშინ გაგზავნილი ნიმუშებიდან ერთს დაუდასტურდა Covid 19-ის ინფექცია. იგი გახლავთ შუახნის ქალბატონი, მარნეულის რაიონში მცხოვრები. ის მხოლოდ და მხოლოდ ცხელებას უჩიოდა ბოლო სამი დღის განმავლობაში" - განაცხადა იოსებ მგალობლიშვილმა



"ჯეო ჰოსპიტალის" მარნეულის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ დღეს, 10 აპრილს, კლინიკაში კორონავირუსისათვის დამახასიათებელი, საეჭვო, სიმპტომით ერთი ადამიანია. მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება.


Print