მარნეულის ჩაკეტვის დღიდან მუნიციპალიტეტში 46 ბიჭი და 37 გოგო დაიბადა
მარნუელის მუნიციპალიტეტის მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადების დღიდან დღემდე მუნიციპალიტეტში 83 ბავშვი დაიბადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. გადაწვეტილება სამთავრობო უწყებათა საბჭომ მას შემდეგ მიიღო რაც მარნეულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.

მარნეულის ჩაკეტვიდან 19 დღეა გასული. ამ დროის განმავლობაში მარნეულის ორ კლინიკაში 83 ბავშვი დაიბადა.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ სამშობიარო კლინიაში, 23 მატიდან 10 აპრილის პერიოდში, 36 ბავშვი დაიბადა, აქედან 23 ბიჭი და 13 გოგო.

მარნეულის „ავერსის“ კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში კი, ამავე პერიოდში, 47 ბავშვი დაიბადა. მათგან 23 ბიჭია, ხოლო 24 გოგო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google