მარნეულის დატოვების მსურველები ორ კვირიან კარანტინში გადაიყვანეს
დღეს, 10 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩარჩენილი 80-მდე ადამიანი თბილისისა და რუსთავის საკარანტინე სასტუმროებში გადაიყვანეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ მარნეულის საკარანტინე ზონად გამოცხადების შემდგომ მუნიციპალიტეტში ჩარჩენილი ადამიანების საკარანტინე ზონებში გადაყვანა სამი დღეა მიმდინარეობს.

„მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური სია, დაახლოებით 400 ადამიანია ამ სიაში, ვინებიც 23 მარტს მარნეულის ჩაკეტვის შემდგომ მუნიციპალიტეტში ჩარჩა. ჩვენ ეტაპობრივად ვურეკავთ თითოეულ მათგანს და ვთავაზობთ, თუ უნდათ მარნეულის დატოვება გაიარონ ორ კვირიანი კარანტინი“ - გვითხრა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპისათვის მუნიციპალიტეტიდან საკარანტინე სასტუმროებში 160-მდე ადამიანია გადაყვანილი.



მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის ზონად 23 მარტს გამოცხადდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები