#დაასიგნალე, #გააპროტესტე - მარნეულელების საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის დროს
დღეს, 14 აპრილს, 21:00 საათზე მარნეულში სტვენის, სიგნალებისა და ფეიერვერკების ხმა გაისმა. ამ ფორმით მოქალაქეებმა საკარანტინო რეჟიმს ერთგვარი პროტესტი გამოუცხადეს.




დილიდან, სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია , რომ აქცია #დაასიგნალე, #გააპროტესტე იგეგმებოდა. აქციის ორგანიზატორების ვინაობა ამდრომდე უცნობია. სოცლაურ ქსელში ერთმანეთს შეტყობინებიც გაუგზავნეს. ამ პერფორმანსით მარნეულის კარანტინიდან მოხსნას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვდნენ მოქალაქეები. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ასევე ითხოვდნენ სოცალურად დაუცველი ოჯახებისთვის საკმარისი დახმარების გაწევას სახელმწიფოს მხრიდან.

საპროტესტი აქციას შეუერთდა მარნეულელი ფუად გახრამანოვიც.

„დანამდვილებით არ ვიცი ვისი ინიციატივით დაორგანიზდა ეს აქცია. ვიცი რომ მოსახლების ნაწილმა დააორგანიზა. ვუერთდები ამ აქციას რომ სახელმწიფომ სათანადო დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც სჭირდება. ასევე შექმნან გარემო, რომ მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის საშუალება ჰქონდეთ. მაღაზიები გახსნან და ვაჭრობა შეძლონ“ ამბობს გახრამანოვი.



აქციის შესახებ ინფორმაციაში ასევე წერია, რომ მსგავს პროტესტს ყოველდღიური სახე მიეცემა და კომენდანტის საათის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთი გაგრძელდება.
საპროტესტო აქციის ტექსტი ასეთია:

გააზიარე, დაიცავი უფლება
ძვირფასო მარნეულელო და ბოლნისელო ხალხო.
ქალაქის და ჩვენ სოფლების წითელ ზონად გამოცხადების მოხსნასა და სამუშაო ადგილების დაბრუნებისთვის საპროტესტო ზომებს მივმართავთ.
აქცია კანონის ფარგლებში ჩატარდება.
საპროტესტო აქციის პირობები:
14 აპრილის გამკაცრებული კარანტინის რეჟიმის პირობებში ყოველ საღამოს 21:00 -21:05 საათიდან თქვენი სახლის ეზოებში გაჩერებულო მანქანებიდან სიგნალებს ვუშვებთ.
კომენდანტის საათის დროს სახლიდან გასვლა აკრძალულია, ამიტომ, საკუთარი სახლებიდან შემოგვიერთდით.
გთხოვთ, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის დროს ვიდეობი გადაიღოთ და სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნოთ. ვეცადოთ გავაგებინოთ მთელ საქართველოს და მსოფლიოს, რომ სხვა გზა არ გვაქვს.

მოთხოვნა:
გამკაცრებული კარანტინი გაუქმდეს და მოსახლება სამუშაო ადგილებს დაუბრუნდეს, სანამ წითელი ზონის სტატუსი იმოქმედებს, მოსალხებას სათანადო დახმარება გაუწიონ
#დაასიგნალე_#გააპროტესტე
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები