პრუდუქტების რეალიზაციის მოთხოვნით მარნეულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
სოფელ შულავრის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა მძიმე სოციალურ ეკონომიკურ პირობებს აპროტესტებს. ადგილზე შეკრებილმა აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოს, კირიხლოს, ქვემო ყულარის, იმირის და შულავრის მცხოვრებლებმა მოყვანილი პროდუქტი ქუჩაში გამოიტანეს და პროტესტის ნიშნად, გზაზე დაყარეს. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლის მეურნობის პროდუქტების რეალიზების საშუალება არ აქვს. მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ არ ეხმარება პროდუქტების გატანაში და იძულებულები არიან პროტესტი ამ ფორმით გამოხატონ.

აქცია დღეს, 22 აპრილს დილიდან დაიწყო. ამ წუთებში ადგილზე ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და მარნეულის მერი ზაურ დარგალი იმყოფებიან. როგორც რეხვიაშვილი ამბობს, პროცესში ის პოლიტიკურ ნიშანს უფრო ხედავს და ახმედ იმამყულიევის "დადგმულ სპექტაკლად" მოიხსენიებს.

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრ ახმედ იმამყულიევსა და ქვემო ქართლის რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილს შორის ერთგვარი სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ადგილობრივებს ჰპირდებიან, რომ პროდუქტის გაყიდვას ხვალ შეძლებენ.

რადიო „მარნეული“ რჩება დაგილზე და ინფორმაციას მოვლენების განვითარების შესახებ ეტაპობრივად განვაახლებთ.






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები