საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების დაპირება ირწმუნეს და გზა გახსნეს
შულავრის ცენტრში შეკრებილმა ფერმერებმა დილიდან გადაკეტილი გზა მას შემდეგ გახსნეს, რაც ხელისუფლებისგან პროდუქციის გატანის დაპირება მიიღეს. ადგილობრივი თვითმმართველბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სოფლებიდან მოსავლის გატანა დღეს დაიწყება.

შულავრში სხვადასხვა სოფლიდან შეიკრიბილმა მოსახლეობამ გზა დილით გადაკეტა. დღის განმავლობაში, არცერთ სადისტრიბუციო თუ სხვა სახის სატვირთო ავტომობილს გადაადგილების საშუალება არ მიეცა. ფერმერები ამტკიცებდნენ, რომ მათ მოსავლის რეალიზაციის საშუალება არ ეძლევათ, რის გამოც მძიმე სოციალურ პირობებში აღმოჩდნენ.

„მე, მაგალითად 35 000 გამოვიტანე ბანკიდან ვალი. ერთი 20 000-ის მოსავალი უკვეგამიფუჭდა. ვყრი და ღორებს ვაჭმევ. ამის იმედზე ვიყვით, ახლა რა უნდა ვქნათ?! -ამბობს აქცის ერთ-ერთი მონაწილე.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აქციაზე ამტკიცებდა, რომ ამ დღეების განმავლობაში პროდუქტების გატანის კუთხით პრობლემა არ ყოფილა.

„თუ კი იყო სადმე პატარა ლოჯისტიკური პრობლემები, მათი გადაწყვეტა ხდებოდა ძალიან სწრაფად. ისევე როგორც დღეს გადაწყდა. დღისა და ღამის ნებისმიერ დროს აქ მანქანები შემოვლენ დაუბრკოლებლად. უბრალოდ პრობლემა იყო ორი კუთხით - ფასთან დაკავშირებით. მოსახლეობა ითხოვდა შარშანდელი და შარშანწინდელ ფასებს. მაგრამ იგივე ვერ იქნება, იმიტომ, რომ მსოფლიო კრიზისმა თავისი დაღი დაასვა ყველას და ყველაფერს. მეორე აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არა პროდუქტებზე, არამედ არჩევნებზე ლაპარაკპბდნენ“

ხელისუფლების წარმომადგენლები აქციაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ. ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა პროცესს ახმედ იმამყულიევის "დადგმული სპექტაკლი" უწოდა.

„მე მადანაშაულებს. გუბრნატორი, რომელიც მოვიდა დასცინის ჩვენს მოსახლეობას. აქციაზე შემიძლია გაჩვენოთ ის ადამიანები, ვინც „ქართული ოცნების“ მომხრე არიან. ამ მოსახლეობას ნამდვილად აწუხებს ეს პრობლემა. გუბერნატორი მოდის და ადანაშაულებს ამდენ ხალხს, სირცხვილია“,- თქვა პარტია „ევროპული საქართველოს“ მარნეულის ოფისის ხელმძღვანელმა, ახმედ იმამყულიევმა.

დღეს, 22 აპრილს, შულავერში შვიდი სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი შულავერამდე ფეხით მივიდნენ. ფერმერები ჩივიან, რომ ბოლოკის, კიტრის, პამიდორის მოსავლის გადაყრა უწევთ, რადგან კარანტინის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში მის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.

ადგილზე ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი და მარნეულის მერი ზაურ დარგალი იმყოფებოდნენ. აქცია დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები