როგორ ატარებს დროს 70 წელს გადაცილებული მამედოვების ოჯახი კარანტინში
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო რისკჯგუფში მყოფი ადამიანებისათვის სახლიდან გასვლა აკრძალულია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 70 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა სახლი არ უნდა დატოვონ.

სალეჰ მამედოვი და როზა მამედობა სოფელ კირაჩ მუღანლოში ცხოვრობენ. 79 წლის სალეჰი და 71 წლის როზა 50 წელია დაქორწინებული არიან.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სალეჰ მამედოვი ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია და რეკომენდაციების მიხედვით სახლიდან არც ის და არც მისი ცოლი არ გადიან. კარანტინის გამოცხადებამდე მაღაზიაში მუშაობდა, მაშინ როდესაც შვილს არ ეცალა. ხანდახან მარნეულში ან თბილისშიც მიდიოდა როდესაც საქმე ჰქონდა, ახლა კი მთელ დღეს სახლში ატარებს. კითხულობს წიგნებს, უყურებს ახალ ამბებს და ეზოში მუშაობს.




"წინასწარმეტყველების ისტორია“ ახლა ამ წიგნს ვკითზულობ. პირველი ნაწილი მოვრჩი და მეორე ნაწილს ვკითხულობ. მანამდე ჩინგიზ აბდულაევის წიგნიც წავიკითხე. რუსულად უფრო კარგად ვკითხულობ ვიდრე აზერბაიჯანულად, ამიტომ ბევრი წიგნი რუსულად მაქვს. უნივერსიტეტში რუსულად ვსწავლობდი და ამიტომ ჩემთვის რუსულად უფრო ადვილია კითხვა. თუ დღეს ცხოვრება ამას მოითხოვს, რთული არაფერია. ხანდახან ბაღში გავდივარ და იქ ვჯდები. ფილმებს ვუყურებ, ახალ ამბებს ვუყურებ და სიახლეებს ვეცნობი" - გვეუბნება სალეჰ მამედოვი



სალეჰი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე ამბების გასაგებად მარნეულის ტელევიზიას და „რუსთავი 2“-ს უყურებს.

" აზერბაიჯანის ზოგი ტელევიზიებიც აშუქებს საქართველოს ამბებს, ამიტომ ვუყურებ. კარანტინამდე ჩემს საქმეებს ვაგვარებდი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს და ამიტომ თბიკისში, რუსთავში დავდიოდი. ახლა ვერ დავდივარ ექიმთან და ტელეფონით ვუკავშირდები. კარანტინამდე უბანში გავდიოდი, ქორწილში, სამძიმარზე მივდიოდი ხოლმა“.




სახლიდან არ გადის 71 წლის როზაც. გვიყვება, რომ კარანტინამდე შვილის სანახავად მაინც დადიოდა ხოლმე, ახლა კი იქაც ვერ მიდის.



"ადრე, ხანდახან, ქალიშვილთან დავდიოდი, ახლა იქაც ვერ მივდივარ. მთელი დღე სახლში ვარ. საჭმელს ვამზადებ პურს ვაცხობ. ხანდახან მეუღლესთან დომინოს ვთამაშობ რომ დრო გავიდეს. შვილიშვულები შორს ცხოვრობენ, მათ ველაპარეკები ინტერნეტით. ვლოცულობ, ნამაზს ვასრულებ და ასე გადის დღე" - გვიყვება როზა მამედოვა



ავტორი: ფარვინ გაჯიევა

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები