მარნეულის საბითუმო ბაზარი გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)
დღეს, 27 აპრილს, მარნეულის საბითუმო ბაზარი 06:00 საათზე გაიხსნა.



ბაზრის შესასვლელში მოქალაქეებს უტარდებათ თერმო სკრინინგი, ურიგებენ პირბადეებს და ყველა მანქანა, რომელიც ბაზარში შედის, სადეზინფექსიო ხსნარით მუშავდება.



ბაზარში დილიდან ხალხმრავლობაა, მოქალაქეები ამბობენ, რომ სწორედ მარნეულის ბაზარია მათთვს ერთ-ერთი სარფიანი სავაჭრო ობიექტი.

" ბაზრის გახსნას ველოდებოდით, დღეს გამოვედი პროდუქტების შევიძინე და სახლში მიმაქვს.  კარგია თუ სოციალურ დისტანციას ასე გააკონტროლებენ და ჩვენც დავიცავთ საკუთარ თავებს" 

რადიო "მარეულთან" საუბრისას ულაშლოელი გადაყიდველი, რომელიც კიტრს ჰყიდდა,  ამბობს, რომ მხოლოდ ახლა მიეცა პროდუქტის რეალიზების საშუალება. კიტრის ფასი მარნეულის ბაზარში 2 ლარია. 



როგორც რადიო "მარნეულს" მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ამ დრომდე, ტემპერატურა არცერთ მოქალაქეს არ დაუფიქსირდა. ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი შესაბამის ზომებს მიიღებენ. 



როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა თქვა, ბაზრის ტერიტორიაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი მუშაობს, რომელიც 15 ადამიანისაგან შედგება.



„ხალხის ნაკადი ბევრია, თუმცა ის რეკომენდაციები, რაც გვაქვს, მაქსიმალურადაა დაცული. ჩვენ ყოველდღიურად გავაკონტროლებთ აქ სიტუაციას. ჩვენთვის და მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბაზრის გახსნა, თუმცა მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ თუ გვინდა, რომ ბაზარმა იმუშაოს ჩვენ ყველა რეკომენდაცია უნდა დავიცვათ. თუ არ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, ეს ბაზარი ვერ იმუშავებს“ - თქვა ზაურ დარგალმა



ზაურ დარგალის თქმით, მოვაჭრეები მზად არიან დაიცვან სოციალური დისტანცია და გაითვალისწინონ რეკომენდაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შესაბამის ზომებს მიიღებენ.


მარნეულის საბითუმო ბზარის ტერიტორიას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გარდა აკონტროლებს სამართალდამცავები და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები .





მარნეულის ბაზარი სრულად 6 აპრილს ჩაკეტა. მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის რეჟიმზე 23 მარტს გადავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის დაინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.  მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები