56 წლის მარნეულელი ქალი სახელმწიფოსგან სოციალურ დახმრებას ითხოვს – (ვიდეო)
სოფელ ქვემო სარალში მცხოვრი ლეილა ახუნდოვა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. რადიო „მარნეულმა“ ახუნდოვას სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებაზე მასალა რამდენიმე კვირის წინ მოამზადა. რის შემდეგაც მერია პროდუქტებით დაეხმარა.

დღეს ლეილა ახუნდოვას წამლები არ აქვს და ისევ სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. ახუნდოვა ამბობს, რომ მედიკამენტების შეძენის საშვალება არ აქვს.

„ეს დახმარება მე ორი თვე მეყოფა. შემდეგ რა უნდა ვქნა? რამდენიმე თვის შემდეგ კომუნალურიც თვითონ უნდა გადავიხადო. ავად ვარ, ტკივილები მაქვს, წამალს ვერ ვყიდულობ. ბევრს კი არ ვითხოვ , სოციალური დახმარება მაინც რომ მომცენ თავს მივხედავ როგორმე“-ლეილა ახუნდოვა ამბობს.

ლეილა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სახლში მარტო ცხოვრობს და როგორც თვითონ ამბობს, დაავადების გამო ვერაფერს აკეთებს. სახლემწიფოსგან დახმარებას ელოდება და ამბობს, რომ 100 ლარიც კი შეღავათი იქნება მისთვის.




აღსანიშნავია , რომ დახმარების მისაღებად მან რამდენჯერმე მიმართა შესაბამის ორგანოებს, თუმცა ამ დრომდე არავინ დახმარებია.

ავტორი: კუბრა გარაჯაევა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები