სოფელ ქვემო სარალში 20 ტონა კომბოსტო გაიყიდა

 


27 აპრილს, სოფელ ქვემო სარალში მოსახლეობამ, 20 ტონა კომბოსტო სოფლის ცენტრში გაყიდა.

მაცხოვრებლები ფასით უკმაყოფილოები არიან. ამბობენ, რომ გასული წლის მსგავსად, ბოსტნეულს ახლაც იგივე ფასი აქვს.

" გვაწყობს თუ არა, რაც არის ეგ არის. თუ ბოლომდე ასე გავყიდეთ კარგია. ყოველდღე ან დღე გამოშვებით მანქანა რომ მოვიდეს, და წაიყოს პროდუქტი საკმარისია"

იგბალ ალიევი ამბობს, რომ სოფელში მოსავლის გასაყიდად სპეციალური სია აქვთ შექმნილი და მოსახლეობა გააყიდ პროდუქტს რიგის დაცვით ყიდის.

"ადრე დღეში 10 ტონა თუ მიჰქონდათ, 20 ტონა მიაქვთ. შესაძლოა ხვალ უფრო მეტიც წაიღონ“

აღსანიშნავია, რომ მარნეულელ ფერმერებს პროდუქტის რეალიზების პრობლემა მას შემდეგ შექნათ, რაც მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. ადგილობრივებმა აქციაც კი გამართეს და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გააპპროტესტეს. მარნეულის ბაარი 21 დღის შემდეგ, გუშინ 27 აპრილს გაიხსნა. ფერმერებს საკუთარი პროდუქტის გაყიდვა ახლა საბითუმო ბაზარშიც შეეძლება.

ავტორი:კუბრა გარაჯაევა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები