სიახლე
მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დეზინფექცია უტარდება
მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ამ წუთებში, დეზინფექცია უტარდება. სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ მათი ცენტრის 8 თანამშრომელს, კორონავირუსი აღმოაჩნდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა დაგვიდასტურა და თქვა, რომ აქედან 5 მარნეულელი, ხოლო 3 თეთრიწყაროში მცხოვრებია. ყველა მათგანი კი მარნეულის სასწრაფოში მუშაობდა.

ზაურ დარგალისთვის ჯერჯერობით უცნობია გადავა თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარება კარანტინის რეჟიმშ. როგორც თავად გვეუბნება, ამას ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს.

აღსანიშნავა, რომ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“კორონავირუსზე აღებული 7 ტესტის პასუხი უარყოფითია.

საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.
| Print |