"პასუხი უნდა მიიღოს შესაბამისი უწყებების მხრიდან" - დარგალი ხელნაწერთა ცენტრის დირექტორის კომენტარზე
მარნეულის მერი, ზაურ დარგალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის კომენტარს, რომელიც მან მარნეულზე გააკეთა , ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის ყოველგვარი დისკრიმინაციული განცხადება მიუღებელია და განმცხადებელმა ამისთვის პასუხი უნდა მიიღოს.

„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ადამიანი, საჯარო მოხელე თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. ნებისმიერი დისკრიმინაციული განცხადება არის ცუდი და შესაბამისი პასუხი უნდა მიიღოს როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე შესაბამისი უწყებების მხრიდან. ჩვენ ვართ მრავალფეროვანი საქართველო. ამ ქვეყნის ყველა შვილი არის სრულყოფილი მოქალაქე. ჩემთვის, პირადად, მარნეული არის საქართველოს გული და არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება, მარნეულელებზე და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეზე ცუდი თქვას ეთნიკურ ან სხვა კულტურულ - რელიგიურ ჭრილში“
- თქვა ზაურ დარგალმა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაზა (ზაალ) აბაშიძე, facebook-ზე, კომენტარის სახით, მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონის მცხოვრებლებთან დაკავშირებით წერს: "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!" - ამის შესახებ ინფორმაციას“ ტაბულა“ ავრცელებს. მოგვიანებით ზაზა აბაშიძემ კომენტარის სახით კვლავ დაწერა:

"კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს..ვნიათ! გინდა აზეერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი..."

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას“ სიძულვილის ენის შემცველი განცხადების გამო ზაზა აბაშიძის პოსტიდან მოხსნას ითხოვს. ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს "ევროპული საქართველოც".

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები