მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსში" ორი დღეა კორონავირუსი არ დაფიქსირებულა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამივე ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმცია ამავე სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ დაგვიდასტურა. მისი თქმით, კორონავირუსზე ჩატარებული 3 ტესტი, რომელიც კლინიკის ერთ თანამშრომელს და ორ მარნეულელ პაციენტებს აუღეს, გადასამოწმებლად გუშინ, 5 მაისს, ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს.

ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის 33%-ია. საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-ია, აქედან 198 შემთხვევა ქვემო ქართლში ფიქსირდება. დაინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელი, ქვემო ქართლში, ბოლნისში ფიქსირდება, 117 შემთხვევა, შემდეგ თეთრიწყაროში, 48 შემთხვევა და მარნეულში, 33 შემთხვევა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები