მარნეულის ჩაკეტვიდან დღემდე მუნიციპალიტეტი 392-მა ადამიანმა დატოვა
დღეის მდგომარეობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 392-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერიის ინფორმაციისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა ირინე მაჭარაშვილმა გვითხრა. მისი თქმით, ძირითადად საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მარეულში ჩარჩნენ.

„დღეს 28 ადამიანია კიდევ კარანტინში გადასაყვანი. უკვე ველოდებით ტრანსპორტს და დღეს გადავლენ. ჯამში 420 ადამიანი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასული“


მარნეულის დასტოვება ორკვირიანი კარანტინის გავლის საფუძველზეა შესაძლებელი. საკარანტინე ზონებში განთავსებას განსაზღვრავს ტურიზმის დეპარტამენტი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის დატოვების მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ირინე მაჭარაშვილს: 599 85 72 77

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. არნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. ჯერჯერობით უცნობია მარნეულის გახსნის თარიღი.

ამავე თემაზე: რა შემთხვევაში გაქვთ მარნეულის დატოვების უფლება
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები