მარნეულის ჩაკეტვის შემდეგ მიუსაფარი ძაღლები თავშესაფარში აღარ გადაუყვანიათ
დაახლოებით ორი თვეა, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლები თავშესაფარში არ წაუყვანიათ. სამუშაოებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურებების ტენდერშიი გამარჯვებული კომპანია „შპს“ ვექტრა აწარმოებს. როგორც ჩვენთან საუბარში ამავე კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გულო ფუტკარაძე ამბობს, მიუსაფარი ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში მარნეულის ჩაკეტვამდე ჰყავდათ გადაყვანილი. მათი დაბრუნება კი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძალიან გაუჭირდათ

„ისეთი ამბავი გვქონდა ძაღლების დაბრუნებამდე, რომ რა ვიცი. ძაღლები რომ წამოვიყვანეთ დასაბრუნებლად მარნეულიდან მანქანა უკან მოაბრუნეს. ასე დაუდევრად როგორ შეიძლება მოიქცე. ცხოველთა უფლებები ირღვევა. ვთხოვეთ, რომ ძაღლებს დავტოვებდით, მაგრამ დააბრუნეს მანქანა უკან. მეორედაც რომ წამოვედით საკმაოდ ბევრი ნერიულობა მოგვიწია. ძაღლების დიდი ხნით ყოფნა არ შეიძლება თავშესაფარში და პოლიციის უფროსს დაურეკეს, ჩარიეს მთელი ხალხი და ისე შემოგვიშვეს. თუ მერიიდან დაგვირეკავენ, აუცილებლად ჩამოვალთ ძაღლების წასაყვანად. ჩვენთვის ამ დრომდე არავის დაურეკავს საერთოდ, ამას ცნობისთვის გეუბნებით“

გულო ფუტკარაძის თქმით, მარნეულის ტერიტორიაზე ბიოლოს, დაახლოებით 10 დღის წინ იმყოფებოდნენ. ისინი მზად არიან მომავალ კვირაშიც ჩამოვიდნენ, თუმცა ეს ყველაფერი მარნეულის მერიაზეა დამოკიდეული, რომელიც კომპანიას არც ამ დრომდე არ შეხმიანებია.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ფაქტს ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ხსნიან. როგორც ჩვენთან საუბარში მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, მარიამ ხაჩიძე ამბობს, ტენდერით გათვალისწინებული ღონისძიების ჩატარება სამომავლოდ იგეგმება სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციის და საკარანტინე წესების დაცვის საფუძველზე. თუ როდის მიეცემა შპს „ვექტრას“ მუნიციპალიტეტში საქმიანობის აღდგენი უფლება, კონკრეტული თარიღი უცნობია. ფაქტი კი ერთია, მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილია.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიის ძაღლების თავშესაფრის ტენდერში წლებია შპს „ვექტრა“ იმარჯვებს. 2020 წლის ტენდერში მან ადგილობრივ თვითმმართველობას 21 000 ლარი შესთავაზა და სამუშაოებს ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს.

მარნეულის წითელ ზონად გამოცხადების შემდეგ მიუსაფარ ძაღლებს ადგილობრივი მოხალისეები კვებავდნენ. მარნეულის მერიდან ამ მხრივ დღემდე არცერთი აქტივობა არ განხორციელებულა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. არნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. ჯერჯერობით უცნობია მარნეულის გახსნის თარიღი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები