მარნეულის კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებზე ჩატარებული 303 ტესტი უარყოფითია
მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავისრუსზე აღებული 303 ტესტიდან ყველა უარყოფთია. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა დაუდასტურა და უთხრა, რომ საუბარია როგორც მერიის, ასევე სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებზე. დარგალის თქმით,  ტესტირების პირველი ეტაპი მარნეულში 6 მაისს ჩატარდა.

„გუშინ დავიწყეთ ბიოლოგიურო მასალის კველევა პისიარ ტესტირება. გამოკველული იქნებიან პირები, რომლებიც მოსახლეობასთან ყოველდღიურ ურთიერთობაში იმყოფებიან. ესენი არიან სხვადასხვა უწყეების,  როგორც კერძო სექტოტორის, ასევე სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები. კარგი ამბები გვაქვს , 303-დან ყველა უარყოფითია“ - თქვა ზაურ დარგალმა

მარნეულში, PCR ტესტირებას,  საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტროს წარმომადგენლები ატარებენ. როგორც ზაურ დარგალმა თქვა, ტესტირება სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება. ტესტირებები მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ჩატარდება.

ტესტის პასუხების მოლოდინის რეჟიმშია მარნეულის ცხელების კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალიც“. ლუგარის ლაბირატორიაში გაგზავნლი ტესტების პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები