მარნეულის "სპარის" თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს
დღეს, 7 მაისს, მარნეულის „სპარის“ 20 თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.

მარნეულის „სპარის“ მენეჯერმა თიკო ნაფერიძემ რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ თანამშრომლების ტესტირების პასუხები ხვალ, 8 მაისს, იქნება ცნობილი.

„გუშინ, 6 მაისს, პირველ ნაკადს ჩაუტარდა ტესტირება დღეს კი მეორე ნაკადს უტარდება. საერთო ჯამში ჩვენ, მოქმედი, 40 თანამშრომელი გვყავს. გუშინდელი ტესტების პასუხები უარყოფითია“ - გვითხრა თიკო ნაფერიძემ

6 მაისს მარნეულიდან კორონავირუსზე 303 ტესტი აიღეს. როგორც მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ თქვა, მათ შორის იყვნენ მარნეულის მერიის თანამშრომლები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. კოროანვრუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

„გუშინ დავიწყეთ ბიოლოგიურო მასალის კველევა პისიარ ტესტირება. გამოკველული იქნებიან პირები, რომლებიც მოსახლეობასთან ყოველდღიურ ურთიერთობაში იმყოფებიან“ - თქვა ზაურ დარგალმა

მარნეულში, PCR ტესტირებას, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტროს წარმომადგენლები ატარებენ. როგორც ზაურ დარგალმა თქვა, ტესტირება სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება. ტესტირებები მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად ჩატარდება.



გარეკანის ფოტო: SPAR Georgia-ს ფეისბუქ გვერდიდან
Print