"18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული" - გახარია
18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
"18 მაისს სრულად გაიხსნება მარნეული. მარნეულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს და სწორედ ამიტომ გვჭირდება დამატებითი დრო. თითოეულ მოქალაქეს მინდა მოვუწოდო დაიცვან სოციალური დისტანცია და პირბადე ატარონ საჯარო თავშეყრის ადგილებზე, თუმცა სასურველია ქუჩაშიც" -
განაცხადა გიორგი გახარიამ

თბილისში შესვლასა და გასვლაზე ყველა სახის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება. გარდა ამისა, მისი განმარტებით, 14 მაისიდან აღდგება გადაადგილება რუსთავსა და გარდაბანში. 

კომენდანტის საათით გათვალისწინებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. არნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები