მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალში" PCR ტესტირებები მიმდინარეობს
ამ წუთებში, მარნეულის ჯეო -ჰოსპიტალის კლინიკაში PCR ტესტირებები ტარდება. რადიო მარნეულის ინფორმაციით, კორონავირუსის ტესტს, ამ დროისთვის, ექთნებს, მაღაზიების პერსონალს და აფთიაქში მომუშავეებს უტარებენ.

ახლახან ჩაუტარდა ტესტი მარნეულის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების რეგისტრატორს, ქეთევან ქველაძეს, რომელსაც ყოველდღიურად უწევს კომუნიკაცია ათობით ადამიანთან.

„კლინიკაში მისვლისას რიგში მომიწია ყოფნა, მერე რეგისტრაცია გავიარე და შევედი ტესტირების ჩასატარებლად. სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი როგორ ხდებოდა ანალიზის აღება. ცხვირის ნეტოებიდა და ყელიდან ამიღეს ნაცხი. ცოტა დისკონფორტის შეგრძნება მქონდა, სხვა არაფერი. მითხრეს, რომ პასუხები ხვალ იქნება და ჩვენ დაგირეკავთო. ველოდები, ძალიან მაინტერესებს, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

პისიარ ტესტირება მარნეულში ორ ადგილზე. "ჯეო ჰოსპიტალსა" და ე.წ ძველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე ტარდება.

ჩვენ დილიდან ვცდილობთ მარნეულის სახოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, ეთერ ლაფერაძესათან დაკავშირებას და მეტი დეტალის გარკვევას, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა. 

მუნიციპალიტეტში ტესტირებები გუშინ დაიწყო და 303 ადამიანს ჩაუტარდა. ყველა პასუხი უარყოფითია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები