მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ 15 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ 15 თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების პასუხი უარყოფითია.

„დღეს დაუმთავრდა ორ კვირიანი მორიგეობა ამ ჯგუფს და ამიტომ ჩავატარეთ ტესტები. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დადასტურებია“ - განაცხადა ტატა შენგელაიამ

„ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკურმა დირექტორმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ 7 მაისს კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში 15 თანამშრომლისა და ხუთი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გააგზავნეს. მათი პასუხები დღეს, 8 მაისს გახდა ცნობილი.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

Print