მარნეულიდან გაგზავნილი კორონავირუსის 345 ტესტის პასუხი უარყოფითია
7 მაისს მარნეულში კორონავირუსზე ტესტირება 370 ადამიანს ჩაუტარდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ბოლო 15 ტესტის პასუხს ელოდებიან.

„დანარჩენი პასუხების მიხედვით, რაც მივიღეთ, არავის არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს ადამიანები არიან საჯარო მოხელეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ვინც უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში არიან“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

7 მაისს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ 15 თანამშრომელს და ხუთ პაციენტსაც. მათი ტესტირების პასუხებიც უარყოფითია.

6 მაისს მარნეულში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების პირველი ეტაპი ჩატარდა. ანალიზები სულ 303 მოქალაქეს აუღეს. მათი ტესტირების პასუხებიც უარყოფითია. 

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები