მარნეულში სმამულო ომის 6 ვეტერანს 550 ლარის ფულადი დახმარება გადაეცემა
მარნეულის მუნიციპალიტეტი სამამულო ომის ვეტერანებს 550 ლარის
ოდენობის ფულად დახმარებასა და სასურსათო პაკეტებს გადასცემს.
ხვალ, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. დღეს
მარნეულში 6 ომის ვეტერანი ცხოვრობს რომელთა შორის ერთი ქალია.
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას
განაცხადა, რომ ექვსივე ვეტერანს მუნიციპალიტეტი 550 ლარის ოდენობის
ფულად დახმარებასა და სასურსათო პაკეტებს გადასცემს.
2019 წელს მერიამ სამამულო ომის ვეტერანებს 250 ლარის ოდენობის ფულადი
დახმარება გადასცა. წინა წელს მარნეულში 9 ომის ვეტერანი
ცხოვრობდა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისი, საქართველოში ოფიციალურად 1946
წლიდან აღინიშნება.