69 წლის ქალი, რომელიც კარანტინს სახლში მარტო ატარებს
სოფელ ქუთლიარში მცხოვრები 69 წლის სარეი ხანზადაევა 46 დღეა, რაც სახლიდან გარეთ არ გასულა. მთავრობის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს პირნათლად ასრულებს. პირველ დღეებში. კარანტინში მარტო დარჩენა გაუჭირდა, შემდეგ კი წესებს მიაჩვია.

სარეი ხანზადაევა 21 წელია მარტო ცხოვრობს. 1999 წელს მეუღლე გარდაიცვალა. შვილები ცალკე ცხოვრობენ და ამიტომ კარანტინის გადატანა მარტოს უწევს.

„69 წლის ვარ. აქამდე ასეთი რამე არ გამიგია და არც მინახავს. ვფიქრობ, სერიოზული მდგომარეობაა. ზოგ ადამიანს არ სჯერა ვირუსის არსებობის, მაგრამ მე ვფიქრობ რომ დაწესებულ წესებს უნდა დავემორჩილოთ. ყველას მოვუწოდებ ჩემი ასაკის ადამაინებს, რომ საკუთარი თავის და მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის წესებს დავემორჩლოთ. მხოლოდ ასე შევუქმნით შვილებს და შვილიშვილებს ჯანსაღ მომავალს“.



სარეი ხანზადაევა ადრე მიწათმოქმედებით და მეცხოველეობით იყო დაკავებული. ასაკში რომ შევიდა, მუშაობა ვეღარ შეძლო, ამიტომ ფიზიკურ შრომას თავი დაანება. თავს პენსიით ირჩენს.

„მთელი დღე სახლში მარტო ვარ. საჭმელს ვამზადებ, სახლს ვალაგებ. ეზოს ვასუფთავებ. ბოლო დროს ხშირად ახალ ამბებს ვუყურებ. მაინტერესებს როგორ იქნება ამ დაავადების ბოლო მსოფლიოში. სხვა დროს სერიალებს ვუყურებ. სხვა რას ვუყურო? უფრო მეტად თურქულ სერიალებს ვუყურებ. ძირითადად კი თურქეთის და აზერბაიჯანის არხებს. ქართულ არხებს ვერ ვუყურებ. იმიტომ რომ ქართული არ ვიცი და როგორ ვუყურო? ქვეყანაში რაც ხდება აზერბიაჯნის არხებიდან, ან სხვებისგან ვიგებ. ქართველი პოლიტიკოსებიდან მხოლოდ სააკაშვილს ვიცნობ სხვა არავის. ბოლოს 19 მარტს მარნეულში ვიყავი წასული“.



69 წლის რესპონდენტი ამბობს, რომ შვილები მას მარტო არ ტოვებენ, ხშირად ურეკავენ და ეკითხებიან თუ როგორ არის. როცა საჭიროა შვილები მას ეხმარებიან წამლების, საკვები პროტუქების ყიდვაში.

„კარანტინის მარტო გადატანა რთული არ აღმოჩნდა. მე 4 შვილი მყავს. ერთი რუსეთში, ერთი უკრაინაში ორი კი საქართველოში ცხოვრობს. ისინი მხარში მიდგანან როგორც ფინანსურად , ასევე მორალურად. დღესაც რაც მჭირდება მეხმარებიან ყველაფერში. კარანტინის გამოცხადების შემდეგ ერთხელ მივიღე სახელმიწოსგან დახმარება. ბოლო დროს მოსახლეობაში გავრცელდა ჭორი და ეს მაწუხებს მე. მგონი არ ღირს ნერვიულობა ყველაფერი კარგად იქნება და მე მჯერა რომ ერთად ყველაფერს დავამარცხებთ. ყველას ვუსურვებ მოთმინებას“.



ხანზადაევა ამბობს, რომ შვილიშვილები, შვილთაშვილები ენატრება. ოცნებობს რომ ვირუსი მალე დასრულდეს.

ავტორი: ნიჰათ მამედოვი

რადიო "მარნეული"
Print