„437 ტესტიდან 90% არის უარყოფითი“ - ზაურ დარგალი
მარნეულის მუნიციპალიტეტში, 8 მაისს, კორონავისრუსზე აღებული 437 ტესტიდან 90% უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა გვითხრა და აღნიშნა, რომ დარჩენილი 10%-ის პასუხი ჯერ ცნობილი არაა და შედეგი დღის ბოლომდე გაირკვევა. 

მარნეულში, PCR ტესტირებები 6 მაისიდან ტარდება. კორონავირუსზე ტესტი როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგელებს ჩაუტარდათ. მათ, ვისაც ყველაზე აქტიური კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან. 8 მაისის მონაცემებით კორონავირუსის ტესტი 1 110 ადამიანს ჩაუტარდა.

პისიარ ტესტირება მარნეულში "ჯეო ჰოსპიტალსა" და ე.წ ძველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე ტარდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები