მარნეულში 8 მაისს ჩატარებული 437 ტესტიდან ყველა უარყოფითია
მარნეულში, 8 მაისს ჩატარებული 437 ტესტიდან ყველა უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა გვითხრა. მისი თქმით, პისიარ ტესტი სულ  1 635 ადამიანს ჩაუტარდა.  კორონავირუსზე ტესტირება მარნეულში 6 მაისს დაიწყო და ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

"გუშინ 525 ტესტი ავიღეთ კორონავირუსზე. მათგან ნახევარზე უარყოფითი პასუხი უკვე მივიღეთ. დანარჩენის პასუხს დღეს ველოდებით. ჯამში 1635 PCR ტესტი გაკეთდა და  ამ დრომდე  მხოლოდ ერთი დადებითი პასუხი გვაქვს. დაინფიცირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების კლასტერიდანაა"

კორონავირუსის ერთი შემთხვევა მარნეულში 8 მაისს დადასტურდა. მარნეულის მერის თქმით, ამ ეტაპზე კორონოვირუსის ტესტირება დასრულდა.

გაგრძელდება თუ არა პისიარ ტესტირებები მარნეულში, დარგალის თქმით, ამას ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს.

ოთხი დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგელებს ჩაუტარდათ. მათ, ვისაც ყველაზე აქტიური კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები