მარნეულიდან დაახლოებით 2 900 ტონა ბოსტნეულია გატანილი
დღეს, 11 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერინმა ტვირთბრუნვისა და სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ნავერიანის მოხსენება პირდაპირ ეთერში გაუშვა მარნეულის ტელევიზიამ. რადიო „მარნეულისთვის“ კი ინფორმაცია არ მოუწოდებით. დამატებითი კითხვების გაჩენის გამო, ჩვენ ნავერიანთან სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ. გუშინდელი მდგომარეობით მარნეულიდან გატანილია 2 900 ტონა პროდუქტი. მათ შორისაა კიტრი 1660 ტონა, პომიდორი 178, ახალი კარტოფილი 670, საგაზაფხულო კომბოსტო 363, ხოლო ბროკოლი 29 ტონა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის შექმნილიყო და შეიქმნა კონკურენტული გარემო ჩვენი მოქალაქეებისა და ფერმერების ინტერესების სასარგებლოდ. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა შემოსულიყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესაძენად და გასულიყო მარნეულიდან საკარანტინე პრინციპების დაცვით. ესენი არიან ის კომპანიები, რომლებიც ადგილზე ახდენენ შეძენას და ქვეყნის მასშტაბით ახდენენ რეალიზაციას პროდუქტებისას. დიდი წილი  კი არიან ისინი (კერძო პირი) ვისაც წინა წლებში პირადი კონტაქტები ჰქონდათ ჩვენს ფერმერებთან და ახდენდნენ რეალიზებას“ - თქვა მამუკა ნავერიანმა და აღნიშნა, რომ პროდუქტის რეალიზაციისათვის სულ  4 448 ნებართვა გაიცა.

„ესენი არიან როგორც ექსპორტიორი კომპანიები , როგორც ადგილზე მარეალიზებელი კომპანიები ასევე,  პირადი კონტაქტებით შემოსული პროდუქტის შემძენები და არა მხოლოდ“

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც სადისტრიბუციო საკითხებს კურირებს ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს ოთხი ძირითადი საბითუმო კომპანია, საიდანაც მარაგდება მარნეულის მაღაზიები პროდქტებით. რომელ ოთხ კომპანიაზეა საუბარი ამას ნავერიანი არ გვიკონკრეტებს. მიზეზად კი კომპანიების მხრიდან მოსაპოვებელ ნებართვას ასახელებს.  

მარნეულში პირველი კომპანია, რომელიც საკარანტინო შეზღუდვების პერიოდში შემოვიდა, არის  „ჯიბე“. ნავერიანის თქმით, „ჯიბეს“ მარნეულიდან  დღემდე გატანილი აქვს დაახლოებით 370 ტონა ბოსტნეული.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები