"დაახლოებით 370 ტონა პროდუქტი გაიტანა "ჯიბემ" მარნეულიდან" - ნავერიანი
სადისტრიბუციო კომპანია „ჯიბემ“ მარნეულიდან დაახლობით 370 ტონა ბოსტნეული გაიტანა.
ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ნავერიანმა გვითხრა. "ჯიბე" პირველი კომპანიაა, რომელიც მუნიციპალიტეტმა საკარანტონო რეჟიმში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ შემოიყვანა.

ჯამში, 10 მაისის მდგომარეობით, მარნეულიდან გატანილია დაახლოებით 2 900 ტონა პროდუქტი. მათ შორისაა კიტრი 1660 ტონა, პომიდორი 178, ახალი კარტოფილი 670, საგაზაფხულო კომბოსტო 363, ხოლო ბრკოლი 29 ტონა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში სხვა საერეალიზაციო კომპანიები მას შემდეგ შემოიყვანეს, რაც მოსახლეობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართა. ფერმერები ჩიოდნენ, რომ პროდუქტების რეალიზებას ვერ ახერხებნნენ და მოყვანილი პროდუქტი უფუჭდებოდათ.

ამავე თემაზე: მარნეულიდან დაახლოებით 2 900 ტონა ბოსტნეულია გატანილი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები