აბიტურიენტებისთვის ონლაინ გაკვეთილები იწყება
საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ონლაინ გაკვეთილები იწყება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე გასასვლელად ვეღარ ემზადებიან, ამიტომ ახალი პრგრამით ონლაინ გაკვეთილები ჩაუტარდებათ.

გაკვეთილები ყოველი კვირის სამშაბათს, 16:00 საათზე, 1 საათისა და 30 წუთის განმავლობაში, გამოცდების ჩატარებამდე გაგრძელდება. გაკვეთილებს Microsoft Teams პროგრამით ჩაატარებენ. ყოველი კვირის გაკვეთილის ლინკი „ბორჩალოს სტუდენდთა პლატფორმის“ გვერდზე გავრცელდება. შულავრის N2 საჯარო სკოლისა და ყულარის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ელვირ ჰასანოღლუ პროექტს დადებითად აფასებს.

„ეს პროექტი ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით განათლების სამინისტროს მიერაა დაწყებული. პროექტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის არის გათვალისწინებული. 9 კვირის განმავლობაში, გამოცდამდე, ონლაინ ფორმატში ჩატარედება გაკვეთილები. გაკვეთილების მათემატიკურ ნაწილა მე ჩავატარებ. კარანტინის გამო აბიტურიენტების უმეტესობა გამოცდებისათვის მოსამზადებლად გაკვეთილებს ვერ ესწრება. ეს პროექტი იმ აბიტირიენტებს აძლევს შანსს რომ სახლიდან გაუსვლელად ონლაინ გაკვეთილებით ისარგებლონ“ - აცხადებს ელვირ ჰასანოღლუ

აღსანიშნავია, რომ პირველი გაკვეთილი 12 მაისს 16:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: ჯესურ ჰაჯიევი
"Marneuli" Radiosu

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები