სადახლოში სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სადახლოში სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მარნეულის მერი, ზაურ დარგალი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ სადახლოში ორი დიდი უბნის გზაზე ასფალტის საფარს აგებენ. მისი თქმით, სამუშაოები დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება. საერთო ჯამში კი სადახლოს ტერიტორიულ ერთეულში შემავალი სოფლების გზების რეაბილიტაციას ერთი თვე დასჭირდება.


პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 513 110 ლარით, ფინანსდება და 1 600 მეტრის მოცულობის გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები