კორონავირუსი: მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ გაგზავნილი 8 ტესტის პასუხი უარყოფითია
მარნუელის „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ 11 მაისს აღებული კორონავირუსის 8 ტესტის პასუხი უარყოფითია.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ კლინიკაში კორონავირუსზე ტესტების პასუხი დღეს, 12 მაისს, მიიღეს.

პაციენტებიდან, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ, 7 მარნეულიდანაა ხოლო ერთი თეთრიწყაროდან.

12 მაისის 12:00 საათის მონაცემებით, მარნეული „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსის სიმპტომით ერთი პაციენტია შეყვანილი. ტატა შენგელაიას განმარტებით, პაციენტის ბიოლოგიურ მასალას კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად, სავარაუდოდ, ხვალ გააგზავნიან.

6 მაისს მარნეულში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების პირველი ეტაპი ჩატარდა. ანალიზები სულ 303 მოქალაქეს აუღეს.

7 მაისს ჩატარებული 370 ტესტიდან მხოლოდ ერთი იყო დადებითი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერიდანაა.

8 მაისს ჩატარებული 437 ტესტიდან ყველა უარყოფითი იყო.

ასევე, უარყოფითი იყო 9 მაისს ჩატარებული 525 ტესტის პასუხიც.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

Print