დღევანდელი ფასები მარნეულის აგრალურ ბაზარში
მარნეულის აგრალურ ბაზარში ხალხმრავლობაა. დაახლოებით 70 დახლი ღია სივრცეში ორმწკრივადაა ჩამწკრიბეული და მყიდველებს დილის 06:00 საათიდან იღებს. ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლა კონტროლდება. შესვლის დროს ყველა მანქანას დეზინფექცია უტარდება.
გთავაზობთ მარნეულის ბაზარში არსებული პროდუქტების ღირებულება 12 მაისის მდგომარეობით. მითითებულია 1 კილოგრამის ღირებულება.
  • ვარდისფერი პომიდორი - 3-3,50 ლარი
  • წითელი პომიტორი - 2-4 ლარი
  • ახალი კარტოფილი - 1,50 -2 ლარი
  • ძველი კარტოფილი - 1,30-1,50 ლარი
  • სტაფილო - 1.50-1.70 ლარი
  • ჭარხალი - 2 ლარი
  • ბადრიჯანი - 2,40-3 ლარი
  • ხახვი - 1.20-1.30 ლარი
  • კიტრი - 2 ლარი
  • კომპოსტო - 0.50 თეთრი
  • ბულგარული - 7 ლარი
  • ნიორი - 5 ლარი
  • მწვანე ლობიო - 4 ლარი
  • მწარე წიწაკა - 10 ლარი
  • ვაშლი - 3,50-4,30 ლარი
  • მსხალი - 5 ლარი
  • ბანანი - 3,50 ლარი
  • ლიმონი - 10-11 ლარი
10 კონა ქინძი, 10 კონა ისპანახი, 1 კონა ბოლოკი, 1 კონა ტარხუნა, 1 კონა რეჰანი, 8 კონა ოხრახუში, 8 კონა კამა და 7 კონა მწვანე ხახვი 1 ლარი ღირს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მარნეულის ღია აგრარული ბაზარი 6 აპრილს ჩაიკეტა. მთავრობის რეკომენტაციის საფუძველზე 27 აპრილს ბაზარი გაიხსნა
კორონავირუსის პრევენციის მიზნით მარნეულის ღია აგრსრული ბაზარი 6 აპრილს დაიხურა. მთავრობის რეკომენტაციით 27 აპრილს ბაზარი გაიხსნა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. მარნეულის მუნიციპალიტეტი 18 მაისს გაიხსნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები