„მე სახლში შვილებს რა ვუთხრა, მათ ესმით რომ მამას პურის ფულის შოვნა არ შეუძლია?“ - სამშენებლო მასალების გამყიდველი

23 მარტს მარნეულის მკაცრ კარანტინში მოთავსების შემდეგ მუნიციპალიტეტშ მომუშავე სავაჭრო ობიექტები, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, დაიხურა.

დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იყო დახურული სამშენებლო მასალების მაღაზიებიც სადაც მუშაობა 11 მაისიდან აღდგა.

დღეს მარნეულში ბევრი სამშნებებლო მასალების მაღაზია გახსნენ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სამშენებლო მაღაზიებში დასაქმებულები ამბობენ, რომ ბიზნესს სერიოზული ზიანი მიადგა და თანამშრომლებმა ხელფასები ვერ აიღეს.

„ვინც მოიგონა კორონავირუსი ღმერთა დასაჯოს ის. ეს არის აბსურდი, ყველას დიდი ეკონომიკური პრობლემები გაგვიჩნდა. არიან ოჯახები რომლებიც ერთ პურს ვერ ყიდულობენ. ამჟამად მეც ვმუშაობ, მაგრამ მარტის თვეში ნახევარი ხელფასი მომცეს, აპრილში ხელფასი საერთოდ არ მოგვცეს. მე სახლში შვილებს რა ვუთხრა, მათ ესმით რომ მამას პურის ფულის შოვნა არ შეუძლია? არავის არ ეხმარებიან, ტყუილად ავრცელებენ ინფორმავიას, რომ ვითომ ეხმარებიან. მაღაზიებიდან პროდუქტები გამოაქვთ და რეკლამის გასაკეთებლად 3-5 ოჯახს ურიგებენ“ - გვეუბნება სამშენებლო მასალების გამყიდველი კაცი რომელიც განმარტავს, რომ სამუშაო ადგილების გახსნის მიუხედავად მაღაზიას მყიდველი არ ჰყავს, რადგან მოსახლეობას ფული აღარ აქვს და ვერც თბილისიდან, ბოლნისიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ვეღარ შემოდის მუნიციპალიტეტში მყიდველი.

სამშენებლო მასალებით მოვაჭრე კიდევ ერთი მარნეულელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ამბობს, რომ მაღაზიის გახსნის შემდგომ ძალიან ცოტა კლიენტი ჰყავს.

„სამშენებლო სფეროში პრობლემა შეიქმნა. 2 თვეზე მეტია სამუშაო დახურული იყო. ვიმედოვნებთ, რომ ამის მერე კარგად წავა საქმე. ცოტ-ცოტა ხალხი მოდის და სამშენებლო მასალას ყიდულობს. ყველა ვცდილობთ ერთად გადავლახოთ ეს სირთულე, ჩვენთვის პირველ რიგში სახლში დაჯდომამ შექმნა სირთულე“ - გვითხრა სამშენებლო მასალებით მოვაჭრე მარნეულელმა

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები