მარნეულის "ჯეო-ჰოსპიტალსის" კლინიკამ კორონავირუსის სიმპტომებით სამი პაციენტი მიიღო
მარნეულის "ჯეო-ჰოსპიტალსის" კლინიკამ კორონავირუსის სიმპტომებით სამი პაციენტი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ამავე სამედიცინო დაწესებულლების კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ დაგვიდასტურა. მისი თქმით, პაციენტები გუშინ, 12 მაისს, საღამოს შეიყვანეს მათ კლინიკაში და დღეს ტესტებს ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან.

„სამივე პაციენტი თეთრიწყყაროდან გადმოიყვანეს ჩვენთან. ვნახოთ, თუ კიდევ არ დაემატა ვინმე, ამ სამი პაციენტის ანალიზს გავაგზავნით შესამოწმებლად“


6 მაისს მარნეულში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირების პირველი ეტაპი ჩატარდა. ანალიზები სულ 303 მოქალაქეს აუღეს.

7 მაისს ჩატარებული 370 ტესტიდან მხოლოდ ერთი იყო დადებითი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერიდანაა.

8 მაისს ჩატარებული 437 ტესტიდან ყველა უარყოფითი იყო.

ასევე, უარყოფითი იყო 9 მაისს ჩატარებული 525 ტესტის პასუხიც.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები