კორონავირუსი: მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გაგზავნილი ტესტების პასუხი უარყოფითია
დღეს, 14 მაისს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ 13 მაისს კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში 6 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გააგზავნეს. მათგან ორი მარნეულელია, ხოლო ოთხი თეთრიწყაროელი.

14 მაისის 12:00 საათის მონაცემებით, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსის სიმპტომებით 2 პაციენტია შეყვანილი. ტატა შენგელაიას განმარტებით, დღის ბოლოს პაციენტთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები