მარნეულის მერიამ სასურსათო კალათების დარიგება დაასრულა
მარნეულის მერიამ სოციალური სასურსათო პაკეტების დარიგება დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა დაგვიდასტურა.

„დახმარებები ამ ეტაპზე დავასრულეთ, რადგანაც 18-დან მარნეული და ეკონომიკაც ნელ-ნელა იხსნება. მაგრამ ვნახოთ, სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ“

მარნეულის მასშტაბით სულ 10 330 სასურსათო კალათა დარიგდა. აღნიშნული ინფორმაცია მერიაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მარნეულის წითელზონად გამოცხადებიდან დღემდე, გატარებული საპრევენციო ღონისძიებები შეაჯამეს, ადილ ალიევმა თქვა. სამუშაო თათბირის ვიდეო მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„მარნეულის წითელზონად გამოცხადების დღიდანვე ჩვენ დავიწყეთ მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების პროდუქტების მიწოდება . ჯამში 10 330 შეკვრა პროდუქტი იყო გაცემული. აქედან 7 500-მა მოქალაქემ მიიღო ერთჯერადად, ხოლო 1 300-მა მიიღო მრავალჯერადი დახმარება“

მარნეულის მერის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევმა თქვა, რომ 10 330 სასურსათო პაკეტიდან 8 500 მერიამ შეიძინა დანარჩენი კი სხვადასხვა კომპანიებმა და ადამიანებმა შემოწირეს. რადიო „მარნეული“ ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ დრომდე არკვევს თუ რა რაოდენობის თანხა დახარჯა მუნიციპლიტეტმა ამ მიმართულებით.

„ჩვენი ბენეფიციარები იყვნენ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურად მუშაობდნენ და დაკარგეს სამუშაო, ის ადამიანები, ვინც თავის დროზე სოციალურ დახმარებას იღებდა და შემდგომ გაუუქმდა დახმარება, ის ადამიანები ვინც თვითიზოლაციაში იყვნენ და ასევე მარტოხელა მოხუცები, ვისაც სახლიდან გარეთ გასვლა არ შეუძლია, თუმცა ჩვენ ასევე დავეხმარეთ სხვა კატეგორიის ადამიანებსაც, რადგან მათგან მოთხოვნა იყო. ეს შეიძლება ყოფილიყვნენ პენსიონერები ან ადამიანები ვინც იღებენ სოციალურ დახმარებას, მაგრამ ცუდ პირობებში ცხოვრობენ და ა.შ“ - გვითხრა  ზაურ დარგალმა 27 აპრილს.

ერთ სასურსათო პაკეტში შედის შედის, დაახლოებით, 1,8 კგ მაკარონი, 1 კგ ბრინჯი, 1 კგ შაქარი, 1 ლიტრი ზეთი, 1 შეკვრა ჩაი, 4-5 კგ ფქვილი და 2 პური.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები