სადახლოში უბედურ შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
რადიო მარნეულის ინფორმაციით, ახალგაზრდა „GAZ53” -ის მარკის სატვირთო
მანქანას არემონტებდა, რა დროსაც ავტომობილის ერთ-ერთი ნაწილი
ჩამოიშალა და ბიჭს დაეცა.
22 წლის ბიჭი ავერსის კლინიკაში მიიყვანეს. როგორც ამავე სამედიცინო
დაწესებულების მენეჯერმა გვითხრა, ბიჭი მათ კლინიკაში გარდაცვლილი
მიიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება
276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა გამოიწვია.