სადახლოში უბედურ შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
სადახლოში უბედურ შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

რადიო მარნეულის ინფორმაციით, ახალგაზრდა „GAZ53” -ის მარკის სატვირთო მანქანას არემონტებდა, რა დროსაც ავტომობილის ერთ-ერთი ნაწილი ჩამოიშალა და ბიჭს დაეცა.

22 წლის ბიჭი ავერსის კლინიკაში მიიყვანეს. როგორც ამავე სამედიცინო დაწესებულების მენეჯერმა გვითხრა, ბიჭი მათ კლინიკაში გარდაცვლილი მიიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რადიო "მარნეული"
Print