სახლიდან დარეკილი „ბოლო ზარი“
დღეს, თაქალოს საჯარო სკოლაში, მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“უნდა დარეკილიყო.
ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ ყველაფერი შეცვალა. დაახლოებით ორი თვეა, რაც სკოლები სწავლების დიტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ უხმოდ, სკოლისგან შორს, სახლებში დაირეკა. თაქალოს სკოლის მეთორემეტე კლასელი რუგაია ჰაშიმოვა ამბობს, რომ ამ დღეს 12 წელი ელოდა.

„ძალიან გვინდოდა „ბოლოო ზარის“ აღნიშვნა. ახლა , ამ ვითარებაშო რაც შეგვიძლია ისაა, რომ, ტელეფონით ველაპარაკებით ერთმანეთს“

ხანიმზერ ველიხანოვას გული სწყდება, რომ  ემოცია, რომელსაც სკოლის დამთავრება ჰქვია, ვერ შეიგრძნო.

"როგორც ყველა მოსწავლე, ჩვენც ველოდით სკოლის დამთავრებას და ბოლო ზარის აღნიშვნას. ჩვენი სკოლის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ბოლო ზარი არ ირეკება“

2019-2020 სასწავლო წელს მე-12 კლასელები 20 მაისს, 1-კლასელები 27 მაისს, ხოლო დანარჩენი კლასის მოსწავლეები 15 ივნისს დაასრულებენ.

ავტორი: ჯესურ ჰაჯიევი
Print