"მომხმარებლების შემოსასვლელში შემოწმება საკმარისია - დისტანცია, სათვალე და სხვა რამე, არაა საჭირო"- მარნეულის სალონის უფროსი
მარნეულში ბევრი სილამაზის სალონია. მათი მუშაობა კი ახლა რეკომენდაციების გათვალისწინებაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ "საბინა სალონი - "ს უფროსს საბინა ბაირამოვას ვესაუბრეთ. როგორც ის რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს, უკვე 12 წელია სალონს ამუშავებს. ბაირამოვა ამბობს, რომ კორონავირუსმა ბევრ რამეში შეუშალა ხელი , თანამშრომლები უმუშევრები დარჩნენ. საბინა ბაირამოვა არ ეთანხმება სალონების ფედერაციის პრეზიდენტის თამარ შარაშენიძეს აზრს იმაზე, რომ სალონში დაცული უნდა იყოს 2 მეტრიანი დისტანცია.



"კლიენტების შემოსასვლელში შემოწმება საკმარისია. დისტანცია, 5 კვ.მ ოთახში ერთი კლიენტის მიღება - ესენი ჩემი აზრით არაა საჭირო"- საბინა ამბობს, რომ მუშაობის დროს დამცავი მინის გამოყენება ადვილი არ იქნება და სამუშაო პროცესში მომხმარებელს და სტილისტს შორის ბარიერს შექმნის.



ბაირამოვა დადებითად აფასებს იმას, რომ წინასწარ უნდა ჩაეწერონ კლიენტები სანამ სალონში მივლენ. ამბობს, რომ აქამდეც ამ პრინციპით მუშაობდნენ. ბაირამოვს თქმით, მომხმარებელთა სია წინასწარ აქვთ შედგენილი.

პერიმერ მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 18 მაისიდან ქვეყანაში სილამაზის სალონების მუშაობა წესების დაცვით აღსდგება.




სალონები ვალდებულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული წესები დაიცვან. მათ შორისაა კლიენტებისთვის ტემპერატურის გაზომვა და ნიღბის და ხელთათმანის სავალდებულო გამოყენება.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები