მარნეულის ორ საქორწილო დარბაზში 100-ზე მეტი ქრწილი გადაიდო

კარანტინის დროს მარნეულში მდებარე ორ საქორწილო დარბაზში 100-ზე მეტი ქორწილი გადაიდო.

ქორწილების გადადების მიზეზი მთავრობის მიერ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა გახდა.

საქორწილო დარბაზ „გიზილ თაჯის“ ერთ-ერთი მეპატრონე ზაქირ ბალაქიშიევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ მარტიდან დღემდე საქორწილო დარბაზის მომსახურეობისათვის 40-მდე შეკვეთა აქვთ მიღებული, მაგრამ შეზღუდვების გამო ყველა შეკვეთა გადაიდო.

„არ ვიცით რა ვქნათ. როდესაც გახსნიან, როდესაც მოგვცემენ ნებართვას, მაშინ ვიზავთ ჩვენც რამეს. ყველა ქორწილი გადაიდო. ამის მერე შემდგომი შეკვეთებიც მიღებული გვაქვს. მაგრამ ვერავის ვერ ვეუბნებით როდის გაიხსნება. ადრე ხალხი სამი თვით ადრე ეწერებოდა. სექტემბრამდეც გვქონდა ქორწილი. ხალხმა იცის, რომ ეს სახელმწფოს მიერ დაწესებული შეზღუდვაა. ამიტომ მოსახლეობა არ გვაწუხებს არც პრეტენზია აქვთ“ - ამბობს ზაქირ ბალაქიშიევი

ზაქირ ბალაქიშიევი იმედოვნებს რომ მთავრობა ახლო მომავალში შეზღუდვებს გააუქმებს და ისინი ნრომალურ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

მარნეულში მოქმედი საქორწილო სალონ „აიდანს“ 45-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ თანამშრომლებმა სამსახური დაკარგეს. საქორწილო სალონის მენეჯერის თქმით, მათთან მომუშავე თანამშრომლების უმეტესობა გაჭირვებული ოჯახიდანაა.

„ჩვენ ბევრი კლიენტი გვყავდა. კორონავირუსამდე რამდენი ქორწილი გვქონდა. ყველა გადაიდო. ძალაინ დავზარალდით. ამის გარდა, 45 თანამშრომელი მყავდა. მათი უმეტესობა გაჭირვებული იყო და აქ, ჩემთან, მუშაობდნენ. ახლა ყველა სახლში, უფულოდ, სხედან. ხუთი თვეა უმუშევრები ვართ. სეზონის დამთავრების პერიოდში დასვენება გვქონდა. შემდეგ, ვირუსი გავრცლედა. ამ ვირუსმა ჩვენ უფულოდ დაგვტოვა. დღემდე 96 ქორწილი გადაიდო. 96 ქორწილის შეკვეთა მქონდა. ამის მერე სექტემბერი, ოქტომებრი და ნოემბრის შეკვეთები გვაქვს“- ამბობს შაიგ სკეროვი

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო.

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია, 7 მაისს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები