55 დღე კარანტინში - მარნეულს ხსნიან
დაახლოებით ერთი საათია, რაც მარნეულის შესასვლელ-გამოსასვლელში მდებარე ბლოკ-პოსტებს იღებენ. ამ დრომდე გრძელდება კარვების დაშლა. მარნეულის მაგისტრალზე მოძრავ მანქანებს სამედიცონო პერსონალი ტემპერატურას უზომავს. მარნეული მკაცრ კარანტინში 55 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მარნეულის დატოვება და ასევე, შემოსვლა, 18 მაისს, 06:00 საათიდან შეგეძლებათ.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტს ჩაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინ ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს. აკრძალული იყო მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებული იყო 12 ბლოკ-საგუშაგო.



Print