მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი მეორე კვირაა არ დადასტურებულა
დღეს, 18 მაისს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის 6 ტესტის პასუხი მიიღეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ ექვსივე ტესტის პასუხი უარყოფითია. პაციენტბიდან ოთხი მარნეულელია, ერთი თეთრიწყაროელი, ერთი კი თბილისელი.

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი 14 დღეა რაც არ დაფიქსირებულა. 6-დან 9 მაისამდე ჩატარებული კორონავირუსის 1 635 ტესტიდან დადებითი მხოლოდ ორი იყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 55 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ დღეს, 18 მაისს გაიხსნა.

მარნეული 22 მარტიდან იყო ჩაკეტილი. მარნეულში მკაცრი კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.

რადიო „მარნეული“

Print