რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან
დღეს, 18 მაისს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული ოთხი შეზღუდვა იხსნება.

დღეიდან მარნეულს მოეხსნა განსაკუთრებული საკარანტინო ზონის სტატუსი, გაიხსნა მარნეულის მუნიციპალიტეტი და მოქალაქეების შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ გადაადგილება.

იხსნება 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა. ეს არ შეეხება ავტომობილებში მყოფი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას. აღსანიშნავის, რომ ძალაში რჩება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა.

დღეიდან იხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები.

ასევე, დღეიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდით. აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ელექტრონული რიგის დაჯავშნა და თეორიული გამოცდის მიღება და ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები ჯერ კიდევ არ ხორციელდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები