რამდენ ლარადაა შესაძლებელი მარნეულიდან თბილისში ტაქსით წასვლა

დღეს, 18 მაისს, მარნეულში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა.

მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით გადაადგილება შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია.

მარნეულელებს თბილისში წასვლა მხოლოდ საკუთარი მანქანით ან ტაქსით შეუძლიათ. რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის ტაქსის მძღოლებმა თქვეს, რომ გზები ახალი გახსნილია და მათ კლიენტები სჭირდებათ. თბილისში წასვლის მსურველებს კი 25-30 ლარად მოემსახურებიან.

"ვდგავართ აქ მაგრამ კლიენტები არ არიან. მთელი დღე შეიძლება ერთი კლიენტი იყოს. ჩემმა მეგობარმა წაიყვანა თბილისში ერთი ადამიანი 30 ლარად" - ამბოს ტაქსისტი

"ვიღაცამ შეიძლება 40 ლარი მოგცეს, მეტი არა. ვდავართ ტყუილად და არავინ მოდის. რაიონში 2-3 ლარად დავდივართ, თბილისში 25-30 ლარად წავალთ" - გვითხრა ტაქსის მძღოლმა


კარანტინანმდე და საჯარო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვამდე მარნეულიდან თბილისში მიკროავტობუსით წასვლა 2 ლარი, ხოლო "მინივენის" ტაქსებით მგზავრობა 2,50 ლარი ღირდა.

მარნეული მკაცრი კარანტინის ზონად 23 მარტს გამოაცხადეს. მუნიციპალიტეტი კარანტინში 55 დღის განმავლობაში იყო.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები