კორონავირუსი: მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ გაგზავნილი 8 ტესტის პასუხი უარყოფითია
დღეს, 19 მაისს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავირუსის 8 ტესტის პასუხი მიიღეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისასა მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განაცხადა, რომ რვავე ტესტის პასუხი უარყოფითია.

„მათი უმეტესობა, 6 ადამიანი, ჩვენი კლინიკის თანამშრომელია, ხოლო ორი მარნეუელელი პაციენტი. ყველა მათგანის ტესტირების პასუხი უარყოფითია“ - განაცხადა ტატა შენგელაიამ

მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ დღეს, 19 მაისს, 12:00 საათის მონაცემებით, კლინიკაში კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი პაციენტია შეყვანილი. მათ ბიოლოგიურ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში შესამოწმებლად, სავარაუდოდ, 20 მაისს გააგზავნიან.

მარნეულის მუნიციპალიტეტი 55 დღიანი ჩაკეტვის შემდგომ 18 მაისს გაიხსნა.

მარნეული 22 მარტიდან იყო ჩაკეტილი. მარნეულში მკაცრი კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარენულელ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.

Print