რამდენიმე ადამიანს შორის ჩემი სახელიც განიხილება - აგილ მუსტაფაევი მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატურაზე
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის ოფისის ხელმძღვანელმა აგილ მუსტაფაევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მაჟორიტარობის კანდიდატად ერთი ადამიანი დასახელდეს.

„ახლა ყველა ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ჯერ არ შევთანხმებულვართ, თუ ვისზე გაჩერდება არჩევანი. სხვა პარტიებთან შეთანხმების შემდეგ იქნება ცნობილი თუ ვინ იქნება კანდიდატი“ - ამბობს აგილ მუსტაფაევი

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატურაზე საკუთარი თავის ლობირებას მუსტაფაევმა განაცხადა, რომ იმ რამდენიმე კანდიდატურას შორის, ვინც მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილება, მისი სახელიცაა.

„გამარჯვება ჩვენი ამომრჩეველის გატაწყვეტილება იქნება. ჩვენ როდესაც ვერთვებით არჩევნებში ყოფელთვის გამარჯვებაზე ვფიქრობთ. ჩვენ გამარჯვებისთვის ვბრძოლობთ. ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში საქართველოს მოქალაქეები პირდაპირ ეტყვიან არას „ქართულ ოცნებას“ - გვითხრა აგიილ მუსტაფაევმა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული წესით, მაგრამ მაჟორიტარი და პროპორციული დეპუტატების შეცვლილი რაოდენობით ჩატარდება.

120/30-ზე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის შეთანხმებით, ასე გადანაწილდა პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა.

2016 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიხედვით მარნეული ორ მაჟორიტარულ ოლქად იყო დაყოფილი. ახალი სისტემით კი მარნეულში მხოლოდ ერთი მაჟორიტარული ოლქი იქნება.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები