იმამყულიევი თვლის, რომ მისი კანდიდატურა ოპოზიციას გამარჯვებას მოუტანს

„მე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თუ ჩვენი პარტიაიიდან მე ვიქნები კანდიდატი როგორც ყოველ წელს, ხმათა უმრავლესობას და ხალხის ნდობას მოვიპოვებ, გავიმარჯვებ“- აჰმედ იმამყულიევი.


„ჩვენ ჯერ კონსტიტუციაში ცვლილებებს ველოდებით. პროპორციული თუ მაჟორიტარული? ჩვენ ამის დამტკიცებას ველოდებით რომ პარტიამ შემდეგ გადაწყვიტოს კანდიტადების შესახებ“- ასე ჰპასუხობ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ახმედ იმამყულიევი კითხვას, თუ ვინ იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი „ევროპულუ საქართველოდან“

იმამყულიევის თქმით, 120/30 შემთხევაში, რამდენიმე მუნიციპალიტეტი გაერთიანდება და ერთ მაჟორიტარს აირჩევს.

ჩვენი ერთ-ერთი საკითხი პოლიტიკურ პარტიებს და ოპოზიციას შორის არის. ყველა ოლქის განხილვის შემდეგ გვინდა თანხმობა მივიღოთ რომ სახელისუფლებო პარტიის წინ კანდიდატი დავაყენოთ. ამიტომ ჩვენ ამჟამად მოლაპარეკებებს ვაწარმოებთ“

იმამყულიევი არც საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გამორიცხავს. სჯერა, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, მას აქტიურად დაუჭერენ მხარს.

„მე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თუ პარტიიდან წარადგენენ ჩემს კანტიტატურას როგორც ყოველ წელს, ხმათა უმრავლესობას, ხალხის ნდობას მოვიპოვებ და გავიმარჯვებ. იმიტომ რომ 2014 წელს მერის არჩევნებში და 2017 წელსაც, ეს ნდობა მოვიპოვეთ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არჩევნებს გამჭირვალედ არ ატარებს. ჩვენ უკვე მარნეულის სოფლებში მოსახლოებას შორის გამოკითხვას ვატარებთ და მოსახლეობის ნდობა უფრო იზრდება ჩვენს მიმართ. მე ვფიქრობ, რომ გამარჯვების შანსი გვაქვს. არჩევანის გაკეთება ჩვენს ხალხზე, მარნეულელებზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ მარნეულელები საქართველოს და მარნეულისათვის სწორ არჩევანს გააკეთებენ“- ამბობს ახემდ იმამყულიევი

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება.

 

Print