უცნობია იფუნქციონირებს თუ არა მარნეულში "საზაფხულო ბაღები"
ჯერჯერობით უცნობია იფუნქციონირებს თუ არა მარნეულში „საზაფხულო ბაღი“. როგორც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი ამბობს, ეს ყველაფერი ეპიდსიტუაციის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

„22 მაისის შემდეგ გვექნება ინფორმაცია. ვნახოთ, თუ საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, შეიძლება იყოს, მაგრამ დანამდვილებით ვერ გეტყვით" - თქვა ზაურ ქარამოვმა.

„საზაფხულო ბაღების“ მუშაობის პრაქტიკა მარნეულში წლებია არსებობს. ყოველწლიურად საზაფხულო ბაღის ფუნქციას მუნიციპალიტეტში N1 საბავშვო ბაღი ითავსებს. გასულ წელს ამავე დაწესებულებამ 42 აღსაზრდელი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ ივლისში არ განხორციელდება, რადგან პანდემიის გამო გარკვეული რისკები არსებობს. აღნიშვული გადაწყვეტილება ანტიკრიზისულმა საბჭომ მიიღო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები