კორონავირუსის გამო დაგვიანებით აღებული მარწყვის მოსავალი
სოფელ ახლო-ლალოში მცხოვრები 44 წლის რამილ გულიევი დაახლოებით
9 წელია, რაც ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 11 თვის განმავლობაში მუშაობს და  მარწყვი მოჰყავს. გულიევი თვლის, რომ საკმაოდ რთულ საქმეზე მუშაობს, ერთ სეზონზე დაახლოებით 7-9 ტონა მარწყვს იღებს.

„რთულია, მაგრამ ადვილი არაფერია. 11 თვე ვმუშაობთ, 30 დღე ვკეფთ და ვყიდით. ხანდახან ფასიც არ აქვს, იმიტომ რომ ბევრია“.

გულიევი ამბობს, რომ კორონავირუსის მარნეულში და ბოლნისში დადასტურებამ, მოსავლის აღებას ხელი შეუშალა. ფერმერი გვიყვება, რომ მოსავლის ასაღებად ყოველ წელს მუშები ბოლნისიდან მოჰყავდა ახლა კი ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ მდგომარეობა შეცვალა, მუშების მოყვანა დაუგვიანდა და შესაბამისად, მოსავალიც გვიან აიღო.

„დღესაც ვერ მოვიდნენ მუშები. ამის დროს გადის და არავინ არაა რომ მოკრიფოს. დროზე ვერ გათოხნეს ფა ვერ ვრწყავთ. წყალი ხანდახან მოდის. ამიტომაც გვიან მომწიფდა მარწყვი“.

ფერმერმა მარწყვი დღეს 2 ლარად გაყიდა. ამბობს, რომ სამუშაოები რომ ავის დროზე შეესრულებინა 4 ლარად გაყიდდა.

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები